გამცილებელი
29-06-2026 - 31-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

 

 

სითიბას ჯორჯია ეძებს გუნდის ახალ წევრს გამცილებელის პოზიციაზე, თუკი მომსახურების სფეროში უკვე გარკვეულ გამოცდილებას ფლობ ან აღნიშნული პოზიციით დაინტერესდი, სითიბას ჯორჯია შენს მისაღებად მზადაა!

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა;

  • ბილეთების შემოწმება და მგზავრების ინფორმირება მარშრუტისა და გაჩერებების შესახებ;

  • მგზავრთა დახმარება ავტობუსში ასვლისა და ჩამოსვლის დროს;

  • თანხის მიღება და ანგარიშის მიწოდება (საჭიროების შემთხვევაში);

  • მძღოლთან თანამშრომლობა მგზავრობის პროცესში წარმოშობილი საკითხების მოგვარებისთვის.

  • ავტობუსის სალონის სისუფთავის და წესრიგის კონტროლი მგზავრობის განმავლობაში და შემდეგ.

  • სერვისის გაკეთება მგზავრობის დროს (ჩაი, ყავა, წყალი,წვენ).

 

მოთხოვნები:

  • საშუალო ან უმაღლესი განათლება / განიხილებიან სტდენტის სტატუსის მქონე პირებიც;

  • პასუხისმგებლობის გრძნობა და თავაზიანი კომუნიკაცია;

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.

  • უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (ინგლისური, რუსული)

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ დასაქმებას;

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;

 

თუკი ამ ვაკანსიით დაინტერესდი და მზად ხარ ჩვენი წარმატებული გუნდის წევრი გახდე, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.citybus.ge

 

სითიბას ჯორჯია გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<