ლოკაცია: ქ. თბილისი, ორთაჭალის ცენტრალური ავტო სადგური, გულიას N 5
სითიბას ჯორჯია ეძებს გუნდის ახალ წევრს, ავტობუსის დამლაგებლის პოზიციაზე, თუკი აღნიშნული პოზიციით დაინტერესდი, სითიბას ჯორჯია შენს მისაღებად მზადაა!
ძირითადი მოვალეობები:
- ავტობუსის სალონის საფუძვლიანი სველი და მშრალი დასუფთავება (სკამები, იატაკი, ფანჯრები, სახელურები);
- მგზავრობისას დატოვებული ნაგვის შეგროვება, გადაყრა ( იმ შემთხვევაში თუ გამცილებელს დარჩება ასაღები, ძირითადად გამცილებელი აკეთებს ამას);
- საჭიროების შემთხვევაში, სალონის დეზინფექცია დადგენილი წესების მიხედვით;
- დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარისა და ქიმური საშუალებების სწორად გამოყენება;
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად (თუმცა არ არის სავალდებულო);
- პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა და პასუხიმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
- სტაბილურ და დროულ ანაზღაურებას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
გრაფიკი და ანაზღაურება
- საშუალო ანაზღაურება 1600 ლარი ( დამოკიდებულია გამომუშავებაზე);
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
სითიბას ჯორჯია გისურვებთ წარმატებას!